ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალური პროკურორის“ და მისი მოადგილის ლიკვიდაცია უნდა ჩაითვალოს ადგილობრივი ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაპირისპირებად, რომლებმაც ვერ გაიყვეს გაძარცული ქონება ფართომასშტაბიან გაქცევამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისივე განცხადებით, შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების მოშორებაც იყოს.
„შესაძლებელია ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო დანაშაულების მოწმეების „წმენდაც“ იყოს. გამოძიება აჩვენებს“, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შენობაში მომხდარ აფეთქებას „გენერალური პროკურორი“ და მისი მოადგილე ემსხვერპლნენ.