რომან გოცირიძე - ე.წ. ოთხეული სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს გადმოჯდა, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში დარჩენილან, ამ თვითმარქვიებს ჩვენს მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ: "გადაჯექით, გადაჯექით!"

ე.წ. ოთხეული სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს გადმოჯდა, მერე აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაში დარჩენილან, ამ თვითმარქვიებს ჩვენს მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ: "გადაჯექით, გადაჯექით!"- ასეთი ლოზუნგი უნდა დავახვედროთ სხდომაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, კელი დეგნანის განცხადება ნიშნავს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, საუბრობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ოთხეულის ენით.

„ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ამ „ოთხეულის“ პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენ, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი?- სახელმწიფო მდივანი. ელჩი ფაქტობრივად ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას - არის თუ არა ვითომ განდგომილები და "ქართული ოცნება" ერთი და იგივე. უფრო შორს თუ წავალთ, ამათი ენით ღაღადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იქამდე მიჰყავთ საქმე, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ესენიც "გამოიმუშავებენ" სანქციებს",- განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას.

როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო