ვოლოდიმიერ ზელენსკი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხზე - ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს - რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს

ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განაცხადა და „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსეთი და მას „მკვლელი“ და „მწამებელი” უწოდა.

„მსოფლიო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის და მისი სახელი რუსეთია”, - დასძინა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.

„მკვლელები. მწამებლები. ყველაფერი ადამიანურის არმქონენი. თქვენ ვერ გაიქცევით. თქვენ ვერ დაიმალებით. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინისთვის, ყოველი წამებული სულისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე