თეთრი სახლი და ევროკავშირი იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ ცნობებს ეხმაურებიან

თეთრი სახლი უკრაინის ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივი სამარხის შესახებ ცნობებს შემაძრწუნებელს უწოდებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს „აქტიურ მხარდაჭერას ომის დანაშაულებისა და სისასტიკის დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები უკრაინაში სჩადიან და ასევე, რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას დაეხმარება“.

ცნობებს იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულით „ღრმად შოკირებულია“.

„ევროკავშირი ღრმად შოკირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი მასობრივი სამარხით. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს მთელ უკრაინაში“, - განაცხადა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე უკვე მოკლეს, კიდევ ბევრი აწამეს, სექსუალურად იძალადეს, გაიტაცეს ან იძულებით გადააადგილეს.

„რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის, პირი ვინც ჩართულია უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმდინარე დარღვევებში, პასუხს აგებენ“, - დასძინა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო