ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ქალაქებში მასობრივი საფლავები და წამების ადგილები ადასტურებს, რომ რუსები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.
„ახლად გათავისუფლებულ იზიუმში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავებისა და წამების ადგილების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე არ იყო ომის ცალკეული დანაშაულები, არამედ რუსული სიმხეცის მცირე ნაწილი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ომის შემსწავლელ ინსტიტუტში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინელი დამცველები, დანარჩენი ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებისას, გააგრძელებენ რუსეთის ომის დანაშაულებისა და სისასტიკის მტკიცებულებების აღმოჩენას.