ბრიტანეთის დაზვერვა - რუსი სამხედროები, რომლებმაც ფრონტის ხაზი ხარკოვის რეგიონში მდინარის გასწვრივ გაიმყარეს, იცავენ იმ გზას, რაც აღმოსავლეთში მათ დაჯგუფებას უზრუნველყოფს

რუსი სამხედროები, რომლებმაც ფრონტის ხაზი ხარკოვის რეგიონში მდინარე ოსკოლის გასწვრივ გაიმყარეს, იცავენ იმ მცირე რაოდენობის გზათაგან ერთ-ერთს, რომელიც აღმოსავლეთში მათ დაჯგუფებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო მტერი დაფიქსირდა მდინარე ოსკოლსა და სვატოვს შორის.
მათივე ცნობით, ამ ტერიტორიის კონტროლი უკრაინელებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მიაღწიონ ლუგანსკის რეგიონს, არამედ რუსული დაჯგუფება მოწყვიტონ ბელგოროდის ოლქიდან მათი მომარაგების მცირე გზებიდან ერთ-ერთს, რომელიც მტერს უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ დარჩა.
„რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება ამ რაიონში მტკიცე თავდაცვა აწარმოოს, მაგრამ გაურკვეველია, აქვთ თუ არა რუსეთის მოწინავე ძალებს საკმარისი რეზერვები ან საკმარისი მორალური ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ კიდევ ერთ შეთანხმებულ უკრაინულ შეტევას“,-ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

























