ანდრეი ერმაკმა გამოაქვეყნა ფოტო იზიუმში ხალხის მასობრივი საფლავიდან და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინელებს „მთელი ოჯახებით კლავს“

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გამოაქვეყნა ფოტო ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ხალხის მასობრივი საფლავიდან და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინელებს მთელი ოჯახებით კლავს.
ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
„რუსეთი უკრაინელებს მთელი ოჯახებით კლავს. იზიუმი. ოლესია, 6 წლის. მოკლულია რუსი ტერორისტების მიერ. მისი მშობლები მახლობლად არიან დაკრძალული“, - აღნიშნა ერმაკმა ფოტოს ქვეშ.

























