ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახიფათო რეგიონებიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 80 000-ზე მეტი უკრაინელია ევაკუირებული

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახიფათო რეგიონებიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 80 000-ზე მეტი უკრაინელია ევაკუირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინელები უფრო მეტად გაცნობიერებულად უდგებიან ევაკუაციას, ისინი აფასებენ თავიანთ და საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს. თავის მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებული პირები განვათავსოთ შესაფერის პირობებში და მივაწოდოთ ხალხს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. განახორციელეთ ევაკუაცია, ჩვენ გელოდებით! არ დაგტოვებთ გასაჭირში მარტოს, - განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრის მოადგილემ ოლექსი ბოროდაიმ.

მისი თქმით, სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში დონეცკის ოლქი 17 000-ზე მეტმა თანამემამულემ დატოვა, რომელთაგან დაახლოებით 3 000 ბავშვია. ხერსონის ოლქის განსაკუთრებით საშიში რეგიონებიდან ევაკუირებულია 24 ათასზე მეტი ადამიანი, ხარკოვის რეგიონიდან - 5 ათასზე მეტი ადამიანი, 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ზაპოროჟიეს რეგიონი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს