პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელი - პუტინი იძულებული იქნება უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს, რადგან სამხედრო მარცხი ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს თავდაპირველ ზრახვებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინაში ომის მიზნები, რადგან სამხედრო მარცხი და რესურსების ნაკლებობა ადასტურებს რუსეთის უუნარობას მიაღწიოს კრემლის თავდაპირველ ზრახვებს. ამის შესახებ პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა პარასკევს დაზვერვისა და საშინაო უსაფრთხოების შესახებ კონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა მივედით იქამდე, რომ, ვფიქრობ, პუტინს მოუწევს გადახედოს თავისი „ოპერაციის“ მიზნებს, რადგან ახლა ძალიან ნათელია, რომ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც აპირებდა“, - განაცხადა ბერიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო