ოლაფ შოლცის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძვრები იყო“, თუმცა არა განსაკუთრებული მასშტაბის

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძვრები იყო“, თუმცა არა განსაკუთრებული მასშტაბის. როგორც კანცლერმა აღნიშნა, დიპლომატიური საუბარი პუტინთან მეგობრულ ტონალობაში იმართება, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველა საუბარი რომ შევაჯამოთ, რომლებიც მე მასთან ბოლო დროს მქონდა, ცალსახა იყო ძვრები. უბრალოდ ისინი არ იყო ძალიან მასშტაბური“, - განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის ლიდერმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც მიდის საუბარი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტთან.

„ჯარის გაყვანის მოთხოვნის გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე საუბარი. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის წვდომის საკითხი დატყვევებულ ჯარისკაცებთან და მნიშვნელოვანი იყო ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვა“, - განაცხადა შოლცმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა