ბრიტანეთის თავდაცვა - რუსეთმა სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები გაახშირა, რათა უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალური მდგომარეობა შეარყიოს

რუსეთი, გასულ კვირაში მის მიერ განცდილ სამხედრო წარუმატებლობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმების გაზრდით პასუხობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ რამდენიმე ათასი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა. თუმცა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაზარდა. ეს მოიცავდა დარტყმებს ელექტროენერგიის ქსელზე და კრივი რიჰში, მდინარე ინჰულეტის კაშხალზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის მორალურ განადგურებას.

„ფრონტის ხაზზე წარუმატებლობის წინაშე მდგომმა რუსეთმა, სავარაუდოდ, გაზარდა ლოკაციები, რომლებზეც მზად არის დარტყმისთვის, რათა პირდაპირ შეარყიოს უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მორალური მდგომაროება“, - აცხადებენ უწყებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს