გუბერნატორი - რუსებმა ხარკოვში ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბეს

გუბერნატორი - რუსებმა ხარკოვში ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბეს

ხარკოვის ოლქის სოფელ სტრელეჩაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, როცა ისინი საავადმყოფოს დაბომბვის დროს პაციენტების ევაკუაციას ცდილობდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მედიკოსები, დაბომბვის დროსაც კი, სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობდნენ ავადმყოფების გადარჩენას. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური დაბომბვა დაიწყეს“, - წერს სინეგუბოვი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 4 მედიკოსი, 2 პაციენტი კი - დაშავდა.