საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, ელენოვკას კოლონიის დაბომბვას უკრაინელი ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა

საოკუპაციო ძალების ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ელენოვკაში მდებარე კოლონია დღეს კვლავ დაიბომბა, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ტყვე დაიღუპა.

ამასთან, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „იუსტიციის სამინისტროს“ ცნობით, დაშავებულია კიდევ 5 ტყვე.

შეგახსენებთ, ელენოვკას კოლონია პირველად 30 ივლისს დაბომბეს, რასაც ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა მომხდარში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებაში ბრალდება უარყვეს, კოლონიის დაბომბვა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს და განაცხადეს, რომ აგროვებენ მტკიცებულებებს იმის დასამტკიცებლად, რომ ტყვეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა