აშშ-ის არმიის გენერალი - ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის - ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ სიფხიზლე

აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი კიევსა და დასავლეთს აფრთხილებს, გამოიჩინონ სიფხიზლე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე ბოლო დროს მიღწეული წარმატებების მიმართ.

„ომი ახლა რუსეთისთვის არც ისე კარგად მიდის. ასე რომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე, სიფხიზლე“, - აღნიშნა.

მისი თქმით, ომი ახალ ფაზაშია შესული, როდესაც უკრაინულმა ძალებმა სტრატეგიული ინიციატივა ჩაიგდეს ხელში და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნეს.

„ამიტომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება რუსეთის რეაგირება ამაზე“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ რუსული ჯარების მიმართ ზეწოლა გაგრძელდება, მოსკოვს ამაზე სერიოზული რეაგირება ექნება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა