„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი ი.დ. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით დ.ზ.-ს პერიოდულად მისთვის თანხის გადაცემას აიძულებდა, რის შედეგადაც საერთო ჯამში 15 000 ლარი გამოსძალა. ასევე, ბრალდებულმა, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 000 აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ