ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამაშველო ვერტმფრენები, რომლის შესყიდვაც ხდება, ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება. როგორც მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე განმარტა, ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, აქედან 50 მილიონი ლარი გამოყოფილია სამაშველო ვერტმფრენებისთვის, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია შეიძენს. მინისტრის მოადგილის თქმით, ვერტმფრენი სამაშველო აღჭურვილობით სრულად იქნება დაკომპლექტებული.
„ამ ვერტმფრენების მოწოდება მომდევნო წელს იქნება, ეს არის, როგორც სამაშველო ისე სახანძრო. ექნება სრული ეკიპირება - სამაშველო და სახანძრო ფუნქცია. საჭიროება გაცილებით მეტია, შეიძლება თვითმფრინავებიც გვჭირდებოდეს და დამატებით სახანძრო მანქანებიც და არამხოლოდ სახანძრო, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი საჭიროებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რა შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი განმარტებით, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსები ისე გადაანაწილონ, რა შესაძლებლობაც არის.
„პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის თავდაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, ვთანხმდებით, რომ ძალიან ბევრია და ეტაპობრივად ვცდილობთ, ამ საჭიროებას შესაბამისი დაფინანსებაც ჰქონდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"