უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა და ხელმძღვანელები დანიშნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონის კალინოვსკაიას დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაქსიმ კოჟემიაკა დაინიშნა, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის ნოვოტროიცკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე - სერგეი პერეტიატკო, კახოვკის რაიონის სოფელ ზელენოპოდის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად - ევგენი პოზნიაკი, სკადოვსკის რაიონის მირნის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კი - ვალენტინა გოლოვატაია.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განახორციელა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"