უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, სამხრეთით რუსი ოკუპანტების ზოგიერთი მეთაური ტყვედ ჩაბარებას ცდილობს

სამხრეთით ოკუპანტების ზოგიერთი მეთაური უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებას და ტყვედ ჩაბარებას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს.

“საბრძოლო კონტროლი, რომელიც ჩვენ გვაქვს დნეპრის გადაღმა გადასასვლელებზე და სატრანსპორტო არტერიებზე, აიძულებს მათ გააცნობიერონ, რომ ისინი გაჭედილები არიან [უკრაინის] თავდაცვის ძალებსა და მარჯვენა სანაპიროს შორის. ამიტომ მათ შევთავაზეთ გამოსავალი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეგიდის ქვეშ გადასვლის ან სახლში დაბრუნების სახით, თუმცა ჯერ უნდა გავიგოთ როგორ მოხდება ეს”, - განაცხადა ჰუმენიუკმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები დემორალიზებულები არიან და არ ესმით მათი იქ ყოფნის “არის ინფორმაცია, რომ ისინი მართლაც დემორალიზებულები არიან, ნამდვილად ვერ ხედავენ ამ მიმართულებით ყოფნის მიზანს, ხედავენ [უკრაინის] აღმოსავლეთის მაგალითს და ეს მათ ძალიან “შთააგონებს”, ვინაიდან, ესმით, რომ მოვლენები ასეც შეიძლება განვითარდეს”, - თქვა ჰუმენიუკმა.

მან დაამატა, რომ “ზედმიწევნით შემოწმებას ექვემდებარება” ყოველი შემთხვევა, როდესაც რუსული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკავშირდება იარაღის დაყრაზე შესათანხმებლად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა