უკრაინის პროკურატურამ რუსების მიერ ჩადენილი 34 000 სამხედრო დანაშაული დააფიქსირა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი 34 000 სამხედრო დანაშაული აქვს დაფიქსირებული. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის, პრიორიტეტულია გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში, კერძოდ, ქალაქ იზიუმში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება. ასევე გრძელდება ბუჩასთან და ირპინთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება.

“რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, არის რუსი აგრესორის მიერ პოტენციური სამხედრო დანაშაულების შემზარავი რაოდენობა. ისიც კი მინდა ვთქვა, რომ რასაც ახლა ვხედავთ, არის რუსი აგრესორის სისტემა, ის, რასაც ისინი აკეთებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მეჩვენება, რომ ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარი მოდის, ისინი იმ ადგილს ახალ ბუჩად აქცევენ, როგორც იზიუმში ვხედავთ”, - განაცხადა კოსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო