ანრი ოხანაშვილი - გვთავაზობენ მოდელს: იუსტიციის საბჭოში 3 ადამიანის ხმამ გადაწონოს 12-ის ხმა, რომელ საერთაშორისო სტანდარტში ამოიკითხეს?

არ გვჭირდება არც ჩამორჩენილი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და არც ისეთი მცდელობების დრო გვაქვს, ექსპერიმენტები ვატაროთ, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას, რომ სასამართლო რეფორმის ფარგლებში ხელისუფლება ფუნდამენტურ ცვლილებებზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ორმაგი 2/3- ის პრინციპით მიღების წესზე უარს ამბობს.

მისი თქმით, ოპოზიცია ისეთ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც საერთაშორისო პრინციპებთან თანხვედრაში არ არის და არც ვენეციის კომისიის მიერ არის მოწონებული.

მისი თქმით, ასეთ ინიციატივებს ეთანხმება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

"ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები გამოვლენ და გვეტყვიან, რომ რაღაც საკითხებზე ვერ ვთანხმდებითო.. ჰკითხეთ, რომელი საერთაშორისო სტანდარტი დაგვისახელეს და გავიზიარეთ თუ არა ეს. არ გვჭირდება არც ჩამორჩენილი სამართლებრივი კულტურის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და არც ისეთი მცდელობების დრო გვაქვს, ექსპერიმენტები ვატაროთ, გაამართლებს თუ არა. როგორ შეიძლება სამი ადამიანის ხმა იყოს უპირატესი 12 ადამიანის ხმაზე? გვთავაზობენ მოდელს, რომ იუსტიციის საბჭოში 3 ადამიანის ხმამ გადაწონოს 12 ადამიანის ხმა, რომელ საერთაშორისო სტანდარტში ამოიკითხეს ეს?! რამდენად შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკის შეტანა, როცა პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების ბლოკირების შესაძლებლობა. ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ევრორეკომენდაციების შესრულების ფარგლებში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც თითქმის 7 საათი მიმდინარეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა