უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი წინსვლის ტემპს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტემპი. გათავისუფლებული რაიონების სტაბილიზაციის ტემპი, ჩვენი სამხედროების წინსვლის ტემპი, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ნორმალური ცხოვრების აღდგენის ტემპი და პარტნიორების დახმარების ტემპი. ჩვენ ამაზე გულწრფელად ვსაუბრობთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ვინაიდან, მათი წყალობით “ოკუპანტებს არანაირი დასაყრდენი არ ექნებათ უკრაინულ მიწაზე”.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის მერე ოკუპანტები “საგრძნობელ პანიკაში არიან” და აღნიშნა, რომ მათ, ისევე როგორც კოლაბორაციონისტებს, მხოლოდ ორი ვარიანტი ექნებათ: ან უკრაინიდან გაქცება ან ტყვეობა.