ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე -  სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენ ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში.

„ეს არის გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტი და უკრაინას აქვს სათქმელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს ექნება ონლაინ შეხვედრების სერია ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა დონეზე - თავდაცვა, ფინანსები, ეკონომიკა, დიპლომატია“, - დასძინა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო