უკრაინელებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 საჰაერო სამიზნე, მათ შორის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორის საოკუპაციო ძალების კუთვნილი ხუთი დრონიცაა.

„19 სექტემბერს, დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი ერთი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი X-59 ტიპის რაკეტა და ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.