ირაკლი კობახიძე -  ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს - ბესო ალავიძესაც იგივე პრობლემა ჰქონდა, განაწყენდა, რომ უზენაეს სასამართლოში არ დატოვეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სუს-ის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი ორი წელი ეხვეწებოდა მათ დასაქმებას, შემდეგ განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აბსოლუტურად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ.

„ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. საზოგადოებისთვისაც მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. აბსოლუტურად კომიკურია თითოეული განცხადება, რომელიც კეთდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში გოგაშვილის აბსურდულ განცხადებებზე კომენტარის კეთებას. ხალხი გამოდის და კრიმინალს აღიარებს, ეს ხომ საოცრებაა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ა.შ. გამოდიან და თურმე მთელი ეს წლები დანაშაულს სჩადიოდნენ. აბსოლუტურად კომიკურია ეს ყველაფერი. ორი წელი გვეხვეწებოდა გოგაშვილი, მათ შორის პირადად მე დასაქმებას, განაწყენდა და ახლა სისულელეებს ლაპარაკობს. ალავიძესაც როგორც ჩანს, იგივე პრობლემა ჰქონდა, განაწყენდა, რომ უზენაესში არ დატოვეს. არ ვიცი, ეს შეიძლება ადამიანური მომენტია, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ასე უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, პირველ რიგში, სახელმწიფოს“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა უფროსი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადასტურებს ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. მისი თქმით, ეს სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ განახორციელა. სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ, ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში „მძიმე არტილერია“ ჩართო.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა