ოკუპირებული ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 27 სექტემბრამდე გაიმართება

ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ.

სალდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

„გაცნობებთ, რომ დადგენილების შესაბამისად, რეფერენდუმი ჩატარდება 2022 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით. განკარგულებით განისაზღვრება ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე კენჭისყრის ორგანიზებისა და რეფერენდუმის ჩატარების წესი. ამ წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.

ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს. ამის შესახებ მოძრაობა „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“ თავმჯდომარემ ვლადიმერ როგოვმა განაცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს