რეჯეფ თაიფ ერდოღანი - “მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში

“მარცვლეულის დერეფნების” გახსნის შესახებ შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ჩვენი და გაეროს გენერალური მდივნის აქტიური ძალისხმევის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას. ჩვენ ვზრდით ამ მიწოდებების მოცულობას. ეს შეთანხმება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მარცვლეულის მიწოდების შესანარჩუნებლად, ბოლო წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სტამბულში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, საერთაშორისო საზოგადოებამ გაეროს მიმართ ნდობა იგრძნო. ამავდროულად, ერდოღანმა უფრო ეფექტური მუშაობისთვის გაეროში ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა, კერძოდ, კი გაეროს უშიშროების საბჭოში, ვინაიდან, მსოფლიო “ხუთზე მეტია”.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომი ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების საფუძველზე დასრულდეს.

მან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ “გააერთიანონ ძალისხმევა, რათა იპოვონ გონივრული, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი დიპლომატიური გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს კრიზისიდან ღირსეულად გამოსვლის საშუალებას მისცემს”.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია