ვოლოდიმირ ზელენსკი - სახელმწიფომ, რომელიც შიმშილის პროვოცირებას ახდენს, მსოფლიოსგან უმკაცრესი რეაქცია უნდა მიიღოს

ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც შიმშილის პროვოცირებას ახდენს, რომელიც ცდილობს საკვებზე წვდომა პრივილეგიად აქციოს, რომელიც ცდილობს ერების შიმშილისაგან დაცვა ბედის გაღიმებაზე ან რომელიმე დიქტატორის წყალობაზე დამოკიდებული გახადოს - ყველაზე მკაცრი რეაქცია უნდა მიიღოს მსოფლიოსგან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ შიმშილის პროვოცირებისთვის ისეთივე რეაქცია უნდა მიიღოს, როგორიც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამო.

“რეაქცია ისეთივე უნდა იყოს, როგორიც მასობრივი განადგურების იარაღის, ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის, გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან შიმშილის გავრცელება არის მასობრივი განადგურების იგივე ამორალური და არაადამიანური იარაღი, როგორც მომაკვდინებელი ბაქტერიების ან რადიაციის გავრცელება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს სურს, შიმშილისგან დაცვა არა უფლებად, არამედ პრივილეგიად აქციოს და სურს, საკვები არა განუყოფელ უფლებად, არამედ ისეთ რამედ აქციოს, რის მისაღებადაც თხოვნაა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა