უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის კოლონას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები შეაჩერეს და სამხედრო ტექნიკის კოლონას დაარტყეს, რომელიც დნეპრის გადაკვეთისთვის ემზადებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მტრის წინააღმდეგ შვიდი დარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც ხერსონის ოლქში რუსების კუთვნილი “სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა, მურახივკას რაიონში, მიკოლაივის ოლქში კი ორი Orlan-10 ტიპის საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და ოკუპანტების მიერ საჰაერო დაზვერვის განხორციელების მცდელობები ჩაახშვეს.

„სარაკეტო და საარტილერიო ნაწილებმა 210-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, მათ შორის ბერისლავის რაიონში მტრის სამეთაურო პუნქტზე, ძალებისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ტერიტორიაზე გავრილოვკასა და ჩერნობაევკას რაიონებში, დარიევსკის ხიდის გასწვრივ და ნოვა კახოვკას მახლობლად პონტონის გადასასვლელზე. ასევე ნოვა კახოვკაში საცეცხლე კონტროლმა შეაჩერა ხიდზე სარემონტო სამუშაოები და სამხედრო ტექნიკის კოლონას დაარტყა, რომელიც დნეპრზე გადასასვლელად ემზადებოდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგი მოიცავს 151 სამხედრო მოსამსახურესა და 40-ზე მეტ ერთეულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის: შვიდ ტანკს და 19 ჯავშანმანქანას, ოთხ ჰაუბიცას, ოთხ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე