ოლექსი დანილოვი - პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსების განადგურების პროგრამაა

ოლექსი დანილოვი - პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსების განადგურების პროგრამაა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსების განადგურების პროგრამაა.

„რაც შეეხება ბოლო განცხადებებს. პუტინის "ბერმუდის სამკუთხედის" გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის: მობილიზაციისგან თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - "თეთრი ლადა", - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.