ლევან მურუსიძის განცხადებით, სოსო გოგაშვილმა ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „რაღაცებს დააბრალებდა და სასამართლოს დისკრედიტაციას მოახდენდა“

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მას პირადად მიმართა წერილით, სადაც ციხიდან გათავისუფლების შესახებ დახმარებას სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „გოგაშვილი გარკვეული ნაბიჯის გადადგმაზე საუბრობდა სასამართლოს წინააღმდეგ“.

ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, თქვენთვის, ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუს-ის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა. მინდა აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება. მოგეხსნებათ, რომ ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას. ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ მე არ ჩავერეოდი და არ უზრუნველყოფილიყო, აღნიშნული ყადაღები არ ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, და ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ “ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდებოდა აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომლითაც სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება”. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოსთვის მეცნობებინა და შემდგომ ვაპირებ რეაგირებას, გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო უახლოეს პერიოდში პროკურატურას", - განაცხადა მურუსიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს