უკრაინის დაზვერვა ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების რამდენიმე მიზეზს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია რამდენიმე მიზეზის გამო გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ „ერ-ბე-კა“-უკრაინასთან კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის გაჭიანურებული ომით დაღლის მცდელობაა.

გარდა ამისა, კრემლი ცდილობს, შექმნას საჭირო რეზერვები, ასევე უზრუნველყოს დამატებითი ფორმირებებისა და ქვედანაყოფების განლაგება.

დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთი გეგმავს ფიქტიური „რეფერენდუმების“ ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეცვალოს რიტორიკა და ომზე სიტუაციის წარმოდგენა.

„თუ აგრესორი ამ ტერიტორიებს რუსეთს შეუერთებს, უკვე იტყვიან, რომ უკრაინა ახორციელებს შეტევას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს კი იქნება სიტუაციის სრულიად განსხვავებული პრეზენტაცია სპეციალურად შიდა გამოყენებისთვის. მაშინ შეძლებენ მშვიდად თქვან, რომ უკრაინა უტევს რუსეთის ტერიტორიებს და ამიტომ მათ დაცვა სჭირდებათ, კერძოდ, მობილიზაციის გზით“, - განმარტა სკიბიცკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა