რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის მხარეს მებრძოლი 10 უცხოელი გათავისუფლდა

საუდის არაბეთის შუამავლობით რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოთის 10 მოქალაქე გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” საუდის არაბეთის SPA გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობით, საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ტყვეებით გათავისუფლების საკითხში შუამავლის როლი ითამაშა.

გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა, მათ შორის ერთს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

შემდგომ, საუდის არაბეთის წარმომადგენლები ტყვეების მათ ქვეყნებში უსაფრთხო დაბრუნებას უზრუნველყოფენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა