რუსეთის ტყვეობიდან დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი და სერგი ვოლინსკიც გათავისუფლდნენ

21 სექტემბერს საღამოს მოხდა ტყვეთა გაცვლა, რის შედეგადაც რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.

ასევე გათავისუფლებულთა შორის არიან სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა).

Tsenzor-ის ცნობით, გათავისუფლებული უკრაინელი მცველების ფოტო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინის "ნათლიმამა" ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთს გადაეცა დატყვევებული უკრაინელი დამცველების გასაცვლელად.

Censor-ის ცნობით, ამის შესახებ მან ტელეგრამაში დაწერა.გონჩარენკომ აღნიშნა: „მოგვიწია მედვედჩუკის გადაცემა.რაში გვჭირდებოდა? ასე გავუშვით. მამლების ჯარის სარდალი იქნება", - აღნიშნა სახალხო დეპუტატმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია "აზოვსტალის" სამი დამცელის გათავისუფლების შესახებ. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი, ეკატერინა პოლისჩუკი და სერჟანტი მიხეილ დიანოვი.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ტყვეობიდან თავისუფალია 10 უცხოელიც, რომლებიც უკრაინულ მხარეს იბრძოდნენ.

გათავისუფლებულებს შორის არიან აშშ-ის, მაროკოს, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საუდის არაბეთში. BBC-ის ინფორმაციით, ტყვეებს შორის დიდი ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა, მათ შორის რამდენიმეს სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის ოპერაცია 17 მაისს დაიწყო. ევაკუაციისას, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი მოგვიანებით გათავისუფლდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა