ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან 215 სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი და მეთაურები

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან 215 სამხედრო გათავისუფლდა, მათ შორის  "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი და მეთაურები

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამის შესახებ Censor-ი იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან სულ 215 სამხედრო გაათავისუფლეს, მათ შორის 124 ოფიცერი. ასევე გაათავისუფლეს უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის 108 მებრძოლი.5 ყველაზე ცნობილი მეთაურისთვის უკრაინამ 55 რუსი პატიმარი გადასცა.

მათ ასევე მოახერხეს სამი ორსული სამხედრო მოსამსახურის - მარიანა მამონოვას, იანა შუმოვეცკაიასა და ანასტასია ჩერნენკაიას გათავისუფლება.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით, ჩვენ ასევე დავაბრუნეთ უკრაინის 10 უცხოელი დამცველი, ხუთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან“, - აღნიშნა იერმაკმა.