ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ომი უნდა, მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის კურსს- ის იძულებული იქნება, დაასრულოს ომი, რომელიც დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ომი უნდა, მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის კურსს- ის იძულებული იქნება, დაასრულოს ომი, რომელიც დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს ომი სურს, თუმცა ის იძულებული იქნება, ომი დაასრულოს.

„რუსები საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რა არის მაშინ სიმართლე? რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება სიმართლეა. რეფერენდუმებიც სიმართლეა. რუსეთს ომი უნდა. სიმართლეა, მაგრამ რუსეთი ვერ შეაჩერებს ისტორიის მსვლელობას. კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი - ომი, რომელიც დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.

მისი თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს. პრეზიდენტმა უკრაინის მშვიდობის 5-პუნქტიანი ფორმულა წარადგინა.

„ეს ფორმულა მოიცავს დასჯას აგრესიისთვის; სიცოცხლის დაცვას; უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; უსაფრთხოების გარანტიებს და სიმტკიცეს საკუთარი თავის დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის საფუძველზე უნდა მოხდეს.