ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის ჩადენისთვის რუსეთის დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას

უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა დაისაჯოს რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გახდება სიგნალი ყველა "შესაძლო" აგრესორისთვის, რომ მათ უნდა დააფასონ მშვიდობა ან მსოფლიო პასუხს აგებინებს.

„ჩვენ მოვამზადეთ ზუსტი ნაბიჯები ასეთი ტრიბუნალის შესაქმნელად. ისინი წარედგინება ყველა სახელმწიფოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას არ გამოუწვევია ომი, პირიქით, ყველაფერი გააკეთა მისი თავიდან აცილების მიზნით.

„ჩვენ არ გამოგვიწვევია ეს ომი. მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობის დაწყებიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლამდე, ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებების 88 რაუნდი სხვადასხვა ფორმატში ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა აგრესიის დანაშაული, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, აქცია ის სრულმასშტაბიან შეჭრად და ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ თავი დავიცვათ, რასაც ვაკეთებთ კიდეც”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს გაერო-ში ვეტოს უფლების უნდა ჩამოერთვას.

„სანამ აგრესორი საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების მხარეა, თქვენ მისგან უნდა იზოლირდეთ, აგრესიის შეჩერებამდე მაინც. ჩამოართვით მას ვეტოს უფლება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა