ბრიტანეთის თავდაცვის უწყება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე - პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთს, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს, თუნდაც 300 000 სამხედრო მოსამსახურის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯარისკაცებით ბევრი ახალი ფორმირების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ნაწილობრივი მობილიზაციაც კი ძალზე არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილში.

„პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის იმ იმედით, რომ საჭირო საბრძოლო ძალას მიიღებს“, - აცხადებენ უწყებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა იმ მოხალისეების რეზერვი, ვინც უკრაინაში საბრძოლველად თავისი სურვილით მიდის.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება