დავით კირკიტაძე ნიკა მელიას განცხადებაზე - უცნაური განცხადებაა, არ არის სწორი ისრების გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე

უცნაური განცხადებაა. ჩემი აზრით ახლა არ არის სწორი ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ნახსენებ „მოოლიგარქო ტიპაჟებში“ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იგულისხმა.

კირკიტაძის შეფასებით, ყველა პარტიოტის მთავარი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის მოშორება, რომელიც საქართველოს ევროპას აშორებს.

„ბუნებრივია, მთელი ჩვენი და არამხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშორებს ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და რომელსაც ხელთ უპყრია ძალაუფლება და მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე ჩემი აზრით არ არის სწორი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მისი მოკავშირე, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს