დმიტრო კულება - მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ სწყურია მშვიდობა, როგორც უკრაინას

გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსი დიპლომატები „თანამონაწილეები“ არიან და მონაწილეობენ თავიანთი ქვეყნის დანაშაულების „დაფარვაში“.

უკრაინის პირველი დიპლომატის სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა შეხვედრა საკუთარი გამოსვლის შემდეგ დატოვა.

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ სწყურია მშვიდობა, როგორც უკრაინას. ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს ომი და არასოდეს ავირჩიეთ ის, ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით." - დასძინა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთი "უსირცხვილოა" და ომის ნაცვლად მშვიდობას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა