ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არავინ დაჯდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიდის იმისკენ, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ დაჯდეს.

მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება.

„ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება. ვფიქრობ, რომ თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არავინ დაჯდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ.

„შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, რადგან როდესაც ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვიქნებით საზღვრებთან, ტერიტორიულად ისინი ჩვენს მეზობლად დარჩებიან და ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დასასრულს უკრაინაში ომის დასრულებას არ უკავშირებს.

კითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი მხოლოდ მაშინ, როცა პუტინის რეჟიმი დაემხობა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა :

„ამას ომის დასრულებას არ ვუკავშირებ. პუტინის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. როცა ამას, ალბათ, რუსი ხალხი გადაწყვეტს, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს ამაზე. მაგრამ ვინ მოვა მის ნაცვლად? საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსოფიაშია. თუ ისინი არ შეცვლიან თავიანთ დოქტრინას სულერთია, ვინ იქნება იქ მის ნაცვლად, ახალგაზრდა, ხანდაზმული და ასე შემდეგ“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა