უკრაინელებმა რუსების ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი ხუთი „კამიკაძე“ დრონი, ორი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია

ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაიონებში საჰაერო თავდაცვის ძალებმა „კამიკაძე“ დრონები მიკოლაივის ოლქის ნიკოლაევსკის და ბაშტანსკის რაიონებში გაანადგურეს.

სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგეს 13 დარტყმა მიაყენა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაახლოებით 280 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს, რის შედეგადაც ბერისლავსა და ნოვა-კახოვკაში ორი სამეთაურო პუნქტი, ხერსონისა და კახოვკის რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ბერისლავის რაიონში კი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს