ლუგანსკის გუბერნატორი - ოკუპანტები მოსახლეობას ე.წ. „რეფერენდუმში“ მონაწილეობას აიძულებენ - ამისთვის ისინი შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას აიძულებენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ქმნიან შეიარაღებულ ჯგუფებს იმისთვის, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ემუქრება, რომ „კენჭისყრაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ.

„ე.წ. „ხელისუფლებამ“ აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში“, - განაცხადა გაიდაიმ.

ამასთან, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებიან.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში : დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმები“ მიმდინარეობს.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს