მედიის ინფორმაციით, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა

ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 250-ით გაიზარდა.

ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.

Forbes.ru-ს ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, მოთხოვნა საზღვარგარეთის სასტუმროებზეც გაიზარდა. ონლაინ დაჯავშნის სერვის Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ძიების რაოდენობა, 19 სექტემბერთან შედარებით, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველოს პარალელურად ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ უფრო ხშრად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა ასევე, 5-ჯერ ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში გაიზარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია