ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველდღიურად, დაახლოებით 50 სამხედრო მოსამსახურეს ვკარგავთ

ყოველდღიურად, დაახლოებით 50 სამხედრო მოსამსახურეს ვკარგავთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური დანაკარგების შეფასებები, ისინი ზუსტი არაა. ეს თითქმის 50 ადამიანი დღეში. მაგრამ ეს არ არის ზუსტი რიცხვები, რადგან უცნობია, რამდენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავდროულად, პრეზიდენტის თქმით, მას გააჩნია ზუსტი მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ, მაგრამ არ სურს მათი გამხელა.

„მთავარი საკითხი - ზუსტი მონაცემებია. მე მაქვს მონაცემები, რომლებსაც ვიღებ და რომლებსაც მაწვდიან. ციფრებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ჩვენი სამხედროების პოზიცია იმაში არ არის, რომ დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა დასახელდეს“, - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების დანაკარგები რუსებთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა