ანა მალიარი - მობილიზაციას რუსეთში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვს, ეს მათი პირველი მცდელობა არ არის - რუსეთის პროფესიონალური არმია კიევთანაა დაკრძალული

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის ინფორმაციით, რუსეთში მობილიზაციის უკვე რამდენიმე მცდელობა იყო და ყველა ჩავარდა.

„მობილიზაციას რუსეთში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვს, ეს საიდუმლო არაა. ეს მათი პირველი მცდელობა არ არის, უბრალოდ პირველად საჯაროდ განაცხადეს მობილიზაციის შესახებ,” - აღნიშნა მალიარმა.

მისი განცხადებით, „რუსეთის პროფესიონალური არმია კიევთან არის დაკრძალული”.

„რეფერენდუმებთან“ დაკავშირებით მალიარმა აღნიშნა, რომ კოლაბორანტები ასევე დამნაშავეები არიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

„დაზვერვის მთავარი სამმართველო ფლობს კოლაბორანტების შესახებ მონაცემებს, უკვე მოიპოვეს შესაბამისი სიები,” - თქვა მალიარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა