იზიუმში მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა

იზიუმში მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. 447 ცხედრიდან, უმეტესობა ქალია, არიან ბავშვებიც. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.

„სამუშაოები ერთი კვირა გრძელდებოდა უწყვეტად. საფლავებიდან გარდაცვლილთა 447 ცხედარი ამოასვენეს. აქედან 215 ქალი, 194 მამაკაცი, 5 ბავშვი. დაღუპულთა შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ნაპოვნია 11 ადამიანი ნეშტი, რომელთა სქესის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია”, - წერს კლიმენკო.

სინეგუბოვის ინფორმაციით, ცხედართა უმრავლესობას აღენიშნება ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, ხოლო 30-ს - წამების ნიშნები.

„აქ არის ცხედრები კისერზე თოკებით, შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. რამდენიმე მამაკაცს ამპუტირებული აქვს სასქესო ორგანო”, - წერს სინეგუბოვი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს