უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს და მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობას

უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს და მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების ფაქტებს მოყვა.

„ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ რუსეთისადმი ირანული იარაღის მიწოდება და შემდგომ მისი რუსული ჯარების მიერ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისადმი იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს”, - ნათქვამის განცხადებაში.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე