უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რვა დრონი გაანადგურეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რვა დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავსა და 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

„ჩვენი სახელმწიფოს დამცველებმა ასევე დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის 3 პოზიციასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს 20-ზე მეტ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, რუსების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.