შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს იმ რუსებს, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხეში არიან

ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თუ რუსეთში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ იმის გამო, რომ არ იზიარებენ კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ, - გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს „ღიაობა მათთვის, ვისაც არ სურს კრემლმა საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებად აქციოს“.
„პრინციპში ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა [უნდა] უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუ რუსეთში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ ისინი არ იზიარებენ კრემლის ამ გიჟურ გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მზადაა, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებისთვის იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა.
”ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვითანამშრომლოთ და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რადგან ნაწილობრივი მობილიზაცია ახალი ფაქტია", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

























