ფოთის მერი სამუშაო ვიზიტით აშშ იმყოფება

ფოთის მერი სამუშაო ვიზიტით აშშ იმყოფება

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია მსოფლიოს პროგრამის პროექტის ფარგლებში, 10 დღიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პროექტის მთავარი მიზანია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა, ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით აშშ-ის მაგალითზე.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ლიდერებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიაროთ სამუშაო გამოცდილება, გაცვალონ იდეები და ჩამოაყალიბონ პარტნიორული ურთიერთობები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბექა ვაჭარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შტატის მთავარ აუდიტორთან, შტატის სახელმწიფო მდივანთან, გუბერნატორის ოფისისა და სენატის წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.

,,აღნიშნულ შეხვედრებზე ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს წარმატებული გამოცდილება მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. აშშ-ში ვიზიტმა, მომცა შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეცნო ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ფოთი თავისი ისტორიული წარსულითა და რეალობით. მჯერა, ეს ვიზიტი ჩვენს ქალაქს მისცემს ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური გაძლიერებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიმართულებით. პროგრამა სრულად დაფინანსებულია კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის მიერ. მადლობა, ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს საიმედო მხარდაჭერისათვის“, -განაცხადა ფოთის მერმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ფოთის მერი სამუშაო ვიზიტით აშშ იმყოფება

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია მსოფლიოს პროგრამის პროექტის ფარგლებში, 10 დღიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პროექტის მთავარი მიზანია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის შექმნა, ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით აშშ-ის მაგალითზე.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ლიდერებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიაროთ სამუშაო გამოცდილება, გაცვალონ იდეები და ჩამოაყალიბონ პარტნიორული ურთიერთობები.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბექა ვაჭარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შტატის მთავარ აუდიტორთან, შტატის სახელმწიფო მდივანთან, გუბერნატორის ოფისისა და სენატის წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.

,,აღნიშნულ შეხვედრებზე ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს წარმატებული გამოცდილება მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. აშშ-ში ვიზიტმა, მომცა შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეცნო ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ფოთი თავისი ისტორიული წარსულითა და რეალობით. მჯერა, ეს ვიზიტი ჩვენს ქალაქს მისცემს ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური გაძლიერებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიმართულებით. პროგრამა სრულად დაფინანსებულია კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის მიერ. მადლობა, ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს საიმედო მხარდაჭერისათვის“, -განაცხადა ფოთის მერმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის